Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი. კაირო, 23 იანვარი, 2025.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი. კაირო, 23 იანვარი, 2025.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი სამშაბათს პარლამენტის წინაშე წარდგა. მისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ რეზერვებზე წვდომას და მათ გამოყენებას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

ლემის თქმით, გაყინულ რეზერვებზე წვდომის მოპოვებისთვის საჭირო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები არ არის ისეთი საკითხი, რომელშიც მთავრობას მარტო, სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად, შეუძლია მოქმედება. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად“, თქვა მან.

როგორც BBC შენიშნავს, მინისტრს ამ კონტექსტში მოკავშირეთა შორის არ დაუსახელებია აშშ, რომელმაც უკანასკნელ დღეებში მრავალ საკითხში დაიხია დასავლეთის საერთო პოზიციებიდან. ამასთან, ლემის თქმით, გაყინული აქტივების კონფისკაციის საკითხი განიხილეს „დიდი შვიდეულის“ ფორმატში.

„ცხადია, ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედოს და აქტივების გაყინვიდან აქტივების კონფისკაციაზე უნდა გადავიდეს,“ დასძინა ლემიმ.

აქამდე დასავლეთის ქვეყნები შეთანხმებული არიან, რომ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ არა თავად გაყინულ რეზერვებს, არამედ ამ თანხიდან მიღებულ მოგებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG