Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ავსტრიაში მთავრობის ფორმირებაში ლიბერალებიც ჩართეს

ავსტრიაში მთავრობის ფორმირებაში ლიბერალებიც ჩართეს


ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დე ბელენი
ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დე ბელენი

ავსტრიაში, სადაც ძალიან გაჭიანურდა მთავრობის ჩამოყალიბება, ჩანს, ლიბერალები ჩაერთნენ კაბინეტის შექმნაში.

კონსერვატიულმა ხალხის პარტიამ (ÖVP) და სოციალ-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება კოალიციის გარშემო გაფართოვდა და მასში ჩაერთო მომცრო ლიბერალური NEOS (ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი).

ლიბერალების შეყვანით კოალიციას პარლამენტში სოლიდური უმრავლესობა ექნება.

ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დე ბელენმა პარტიებს კომპრომისისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

სამი პარტიის თავმჯდომარეები გეგმავდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას.

მემარჯვენე პოპულისტურმა თავისუფლების პარტიამ (FPÖ) არჩევნებში 29 პროცენტი, ანუ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა სახალხო პარტია 26,3 და მესამეზე - სოციალ-დემოკრატიული პარტია 21 პროცენტით. NEOS-მა 9 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიმხრო, ხოლო მწვანეებმა - 8,2 პროცენტი. ÖVP და SPÖ მარტო შეძლებდნენ მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით უმრავლესობის მიღწევას. NEOS-თან ერთად ისინი 183 მანდატიდან 110-ს დაეპატრონებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG