Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო, არიან დაშავებულები

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო, არიან დაშავებულები


უკრაინის კიროვოგრადის ქალაქ დოლინსკში რუსული დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. 2025 წლის 18 თებერვალი
უკრაინის კიროვოგრადის ქალაქ დოლინსკში რუსული დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. 2025 წლის 18 თებერვალი

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს. არიან დაშავებულები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 18 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 176 დრონით.

სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 103 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში, კიდევ 67 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობითვე, დრონებით შეტევამ დააზარალა კიროვოგრადის, კიევის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქები.

კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრიი რაიკოვიჩის ინფორმაციით, ქალაქ დოლინსკში რუსული დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. დაიჭრა ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა და ორი შვილი. ხანძრის გამო საჭირო გახდა კორპუსიდან 38 ოჯახის ევაკუაცია.

კიევში რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG