Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
209 ათასი დაიხარჯა „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობის შესახებ გამართულ ღონისძიებაში

209 ათასი დაიხარჯა „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობის შესახებ გამართულ ღონისძიებაში


ირაკლი კობახიძე (მარჯვნივ) და თორნიკე რიჟვაძე (შუაში) ღონისძიებაზე
ირაკლი კობახიძე (მარჯვნივ) და თორნიკე რიჟვაძე (შუაში) ღონისძიებაზე

სოციალური პროექტის - „ოცნების ქალაქის“ - მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით 8 თებერვალს ბათუმში ღონისძიება გაიმართა. მას „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია „არტ ბიურო“, რომელმაც მოაწყო სცენა და სივრცე მიწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა - აქედან მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებული კაფსულის ფასი 1770 ლარია.

8 თებერვალს გამართული ღონისძიებისთვის ხელშეკრულება 7 თებერვალს დაიდო.

ტურისტულად აქტიურ ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ.

მათ ყოფილი 23-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თავდაპირველად მუყაოსა და ფიცრული სახლები ააგეს თვითნებურად. თანდათან მათი რიცხვი გაიზარდა და რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.

„ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2020 წლის თებერვალში დაიწყო. საცხოვრებელი ფართები 582 ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული.

მეორე ეტაპზე 9 მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. პროექტი, რომელიც 36 თვეში უნდა დასრულდეს, 1077 ბინაზეა გათვლილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG