Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია, დარჩენილია ერთეული მისამართები - "თბილისი ენერჯი"

150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია, დარჩენილია ერთეული მისამართები - "თბილისი ენერჯი"


თბილისში 150 ათას აბონენტს გაზის მიწოდება 9 თებერვალს შეუწყდა.
თბილისში 150 ათას აბონენტს გაზის მიწოდება 9 თებერვალს შეუწყდა.

კომპანია "თბილისი ენერჯი" აცხადებს, რომ ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე ავარიის შედეგად გათიშული უბნების - დიღმის, ვაშლიჯვრის, თხინვალის, ლისის, ვაკის, ბაგების, ნუცუბიძისა და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.

კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც "უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით" გაზი არ ჩაირთო.

თბილისის უბნების ნაწილს გაზი 9 თებერვლის შემდეგ არ მიეწოდებოდა. კომპანიის განცხადებით, 500-მილიმეტრიანი მილსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონს ამარაგებს, დაზიანდა. მათივე ცნობით, მიზეზი, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ გამოწვეული დაზიანება იყო.

რადიო თავისუფლებამ ვერ გაარკვია კომპანიაში, ვინ იგულისხმებოდა „მესამე პირში“.

10 თებერვალს, დილით, კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მილსადენის დაზიანებული ნაწილი აღადგინეს და ქსელში გაზი გაუშვეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG