Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაჭრილები

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაჭრილები


საილუსტრაციო ფოტო. დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი ქალაქ სუმიში
საილუსტრაციო ფოტო. დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი ქალაქ სუმიში

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. საჰაერო განგაში 10 თებერვალს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.

ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა საცხოვრებელ რაიონში მდებარე ავტოსადგომს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიწვა 6 და დაზიანდა 15 ავტომანქანა. აფეთქების ტალღამ დააზიანა 5 სახლი. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას.

განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 83 უპილოტო საფრები აპარატით. სარდლობის თანახმად, უკრაინის ძლებმა ჩამოაგდეს 61 დრონი, 22 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

დონეცკის ოლქის ქალაქების, კონსტანტინოვკისა და კრამატორსკის საცხოვრებელ რაიონებზე ავიადარტყმის შესახებ იუწყება დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. ოლქის პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 12 ადამიანი.

დაზიანდა 26 კერძო და მრავალბინიანი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG