Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
დემონსტრანტი ვეფხია კასრაძე პოსტოპერაციული გართულების გამო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს - ადვოკატი

დემონსტრანტი ვეფხია კასრაძე პოსტოპერაციული გართულების გამო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს - ადვოკატი


ვეფხია კასრაძე ოპერაციის შემდგომი გართულების გამო გლდანის საპატიმროდან „ვივამედში“ გადაიყვანეს, ამბობს ადვოკატი.
ვეფხია კასრაძე ოპერაციის შემდგომი გართულების გამო გლდანის საპატიმროდან „ვივამედში“ გადაიყვანეს, ამბობს ადვოკატი.

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული, პატიმრობაში მყოფი ვეფხია კასრაძე, რომელსაც ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის შემდგომი გართულების გამო დღეს კვლავ კლინიკაში - „ვივამედში“ - გადაიყვანეს.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა კასრაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.

ვეფხია კასრაძის კლინიკაში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე, საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული კიდევ ერთი ადამიანის, რევაზ კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი იუწყებოდა, რომ კიკნაძის ცნობით, მასთან ერთად ციხეში მყოფი დემონსტრანტი ვეფხია კასრაძე „ძალიან ცუდად არის“ და „სათანადო ყურადღებას არ აქცევენ“.

„რევაზ კიკნაძემ დღეს უკვე ორჯერ დამირეკა ამ ამბავზე - ჯერ 11:15 საათზე, შემდეგ კი დაახლოებით ნახევარ საათში. ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ტკივილები აქვს და ჩირქი მოსდისო“, - უთხრა ავსაჯანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ავსაჯანიშვილის თქმით, გარემოება, რომ ზარების შეზღუდულად განხორციელების პირობებში რევაზ კიკნაძე ერთსა და იმავე თემაზე მას ორჯერ ურეკავს, აფიქრებინებს, რომ ვითარება მძიმედაა:

„როგორც მითხრა, ვეფხია კასრაძე კლინიკაში არ გადაჰყავთ“, - აღნიშნავდა ადვოკატი და დასძენდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, კასრაძემ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა.

საბოლოოდ, ვეფხია კასრაძე „ვივამედში“ გადაიყვანეს.

მისი ადვოკატის, კახა კოჟორიძის თანახმად, კასრაძემ ორშაბათს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რადგან სუნთქვის პრობლემა ჰქონდა.

„იმავე დღეს დააბრუნეს საკანში, როგორც გუშინ მითხრა სატელეფონო საუბრისას. შემდეგ კი ცოტა გაურთულდა ვითარება“, - ამბობს კოჟორიძე.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

ვეფხია კასრაძე, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია სოფელ ერგნეთიდან, - იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და აქვს ვეტერანის სტატუსი, - 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს.

მას „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა“ და „ჯგუფურ ძალადობას“ ედავებიან - სისხლის სამართლის წესით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG