კანონპროექტის თანახმად, უძრავ ქონებას ვერ შეიძენს მოქალაქე იმ ქვეყნის, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს ან შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე 6 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კანონპროექტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენას. მინისტრ ანტი ჰიაკანენის განცხადებით, რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უძრავი ქონება კი მტრული გავლენის ერთ-ერთი საშუალებაა.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ფინეთში ფლობენ უძრავი ქონების 3500-მდე ობიექტს.
მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, უძრავი ქონების შეძენის აკრძალვა არ გავრცელდება რუსეთის და ფინეთის ორმაგ მოქალაქეებზე.
ფორუმი