Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 100-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 100-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა


საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლი ხარკოვში
საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლი ხარკოვში

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს. არიან დაშავებულები. დაზიანებულია საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და 104 უპილოტო საფრენი აპარატი.

სარდლობის თანახმად, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში ჩამოაგდეს 57 დრონი. კიდევ 42 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ქალაქ ხარკოვის ცენტრში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG