შვედეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 4 თებერვალს შვედეთის ქალაქ ორებროს სკოლაში, სადაც მოზრდილები სწავლობენ, სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
პოლიცია არ ფიქრობს, რომ ეს ტერაქტი იყო, მაგრამ დაბეჯითებით ამას ვერ ადასტურებს.
მანამდე პოლიციამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს ფართო ოპერაცია მომხდარის გამო. პოლიცია ხალხს მოუწოდებდა, არ მისულიყვნენ სასწავლებლის არეალში.
სასწავლებელი, სახელად Campus Risbergska, ემსახურება 20 წელზე უფროსი ასაკის მოწაფეებს. მისი ვებგვერდის თანახმად, ის მსურველებს სთავაზობს დაწყებითი და საშუალო სკოლის კურსებს, ასევე - შვედურის გაკვეთილებს ემიგრანტებს, პროფესიულ სწავლებას და პროგრამებს - ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის მანქანები.
პოლიციის თანახმად, მკვლელი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.
ფორუმი