საქალაქო სასამართლოს საიტიდან ირკვევა, რომ დევიძისა და გიგაურის საქმეების განმხილველი მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია იქნებიან.
ორივე მოსამართლე თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, ერთი თვის წინ გააწესეს. ორივე მათგანმა მოსამართლის ფიცი ერთ დღეს, 2024 წლის 28 დეკემბერს დადო.
21 წლის მათე დევიძეს სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და მათ მიაყენა დაზიანებები, რომლებსაც „არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა“.
ანატოლი გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით დააკავეს თბილისში. იმავე ღამით ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიციელს.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი