Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
მათე დევიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეების განხილვა სასამართლოში
მათე დევიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეების განხილვა სასამართლოში

მათე დევიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეები - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების, 21 წლის მათე დევიძისა და 44 წლის ანატოლი გიგაურის საქმეების არსებითი განხილვა იწყება.

14:29 30.1.2025
მათე დევიძე სასამართლო სხდომაზე
მათე დევიძე სასამართლო სხდომაზე

მათე დევიძის სასამართლო პროცესი 20 წუთში დასრულდა. მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. სხდომა 7 თებერვალს გაგრძელდება, მტკიცებულებების გამოკვლევით.

14:26 30.1.2025

ამონარიდი მათე დევიძის ადვოკატების სიტყვიდან:

„სამართალდამცველების მხრიდან არ ყოფილა მოწოდება აქციის დაშლისკენ. იყო დადევნება ადგილის იძულებით დატოვების მიზნით, ის მოექცა ალყაში და მერე რა მოხდა არ ახსოვს, ახსოვს რომ ეკავა ხის მყარი საგანი...“

„...ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ძალადობრივ ქმედებებს...“

„...ეს არ არის სასჯელი, ეს არის დაღუპვა, 21 წლის ახალგაზრდას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს ეს უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე პროტესტის გამოხატვის ფორმა”.

„საქმის განხილვის დროს ნახავთ, რომ 19 ნოემბერს აქცია იყო მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტი, აქციის მონაწილეებზე მეტი იყვნენ პოლიციელები, რომლებიც იქცეოდნენ არაადეკვატურად, აყენებდნენ დემონსტრანტებს შეურაცხყოფას და არ აძლევდნენ ტროტუარზე გადასვლის შესაძლებლობას.“

„ის რაც კადრებში ჩანს არის თავდაცვის მომენტი, რომელიც ნებისმიერმა შეიძლება გააკეთოს“.

14:18 30.1.2025

ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და მათ მიაყენა დაზიანებები.

ამ საქმეს სამი დაზარალებული პოლიციელი ჰყავს: გიორგი ესტატიშვილი; ბიძინა ჟამერაშვილი; ლევან კორელაშვილი.

14:15 30.1.2025

მოსამართლემ განუმარტა ბრალდებულს საკუთარი უფლებები. სხდომამ შესავალი სიტყვის ეტაპზე გადაინაცვლა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG