Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
მათე დევიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეების განხილვა სასამართლოში
მათე დევიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეების განხილვა სასამართლოში

მათე დევიძისა და ანატოლი გიგაურის საქმეები - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების, 21 წლის მათე დევიძისა და 44 წლის ანატოლი გიგაურის საქმეების არსებითი განხილვა იწყება.

14:10 30.1.2025

საქალაქო სასამართლოში დაიწყო 21 წლის მათე დევიძის საქმის არსებითი განხილვა. დღეს, პირველი სხდომაა.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი.

13:34 30.1.2025
ანატოლი გიგაურის პროცესი 13 თებერვალს 15:00 საათზე ჩატარდება
ანატოლი გიგაურის პროცესი 13 თებერვალს 15:00 საათზე ჩატარდება

ასე განლაგდნენ მერვე სხდომათა დარბაზთან მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა პროკურორ, თამარ იაკობაძის ჩაწერა მოითხოვეს.

ბოლო პერიოდში, პროკურორები დარბაზს მოსამართლის კარიდან,იმ დერეფნის გავლით ტოვებენ, რომელშიც ჟურნალისტებს არ უშვებენ.

13:27 30.1.2025

არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე, მხოლოდ შესავალი სიტყვები ითქვა. სხდომა 20 წუთში დასრულდა. შემდეგი პროცესი 13 თებერვალს 15:00-ზე ჩატარდება.

13:26 30.1.2025

ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა მოკლე სიტყვით მიმართა სასამართლოს: „მინდა, რომ დაისაჯოს მოძალადე და პასუხი აგოს როგორც მოძალადემ, ისე მოძალადის მფარველებმა და ამისთვის ვითხოვ სამართლიან სასამართლოს.“

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG