Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ კურსკში მიტინგი გამართეს მოსაზღვრე რაიონის მცხოვრებმა მოქალაქეებმა


ჰუმანიტარული დახმარების დარიგება კურსკში, 2024 წლის აგვისტო
ჰუმანიტარული დახმარების დარიგება კურსკში, 2024 წლის აგვისტო

რუსეთის ქალაქ კურსკში მიტინგი გამართა გლუშკოვსკის რაიონის რამდენიმე ათეულმა მცხოვრებმა. ისინი გუბერნატორ ალექსანდრ ხინშტეინთან შეხვედრას ითხოვდნენ. გუბერნატორი ხალხთან არ გასულა, მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ის ავადაა - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური საინტერნეტო გამოცემაზე დაყრდნობით.

შეკრებილებმა გუბერნატორის სახელზე დაწერეს განცხადება, რომელშიც ამბობენ, რომ უკვე თითქმის ნახევარი წელია, "ქუჩაში აღმოჩნდნენ, სრულ გაურკვევლობაში". მიტინგის მონაწილეთა თქმით, მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი და იძულებული არიან, დასახლდნენ დროებითი განთავსების პუნქტებში ან ნაქირავებ ბინებში.

მიტინგის მონაწილეებს გუბერნატორის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა. მოგვიანებით რეგიონის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "ხალხმა მიიღო აუცილებელი ახსნა-განმარტება და კონსულტაცია ყველა ვითარებაზე, რომლებიც მათ აღელვებს".

კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონი მდებარეობს უკრაინის საზღვართან ახლოს. 2024 წლის აგვისტოში რეგიონის ხელისუფლებამ რაიონის მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის ფონზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG