Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელები ოლიგარქიის მზარდი საშიშროების თაობაზე გააფრთხილა


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომლის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 20 იანვრიდან იწურება, ამერიკელებს გამოსათხოვარი სიტყვით 15 იანვარს ოვალური კაბინეტიდან მიმართა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომლის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 20 იანვრიდან იწურება, ამერიკელებს გამოსათხოვარი სიტყვით 15 იანვარს ოვალური კაბინეტიდან მიმართა.

შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს, ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.

ბაიდენმა ილაპარაკა თავისი ადმინისტრაციის ეკონომიკურ და სხვა მიღწევებზე, რომელთა შედეგებსაც, მისი თქმით, ამერიკელები დროთა განმავლობაში უფრო იგრძნობენ და მოქალაქეები გააფრთხილა ოლიგარქიის მზარდი საშიშროების თაობაზე.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მასში დიდ შეშფოთებას იწვევს მცირერიცხოვანი უმდიდრესი ადამიანების ხელში ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია. ბაიდენის თქმით, დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს.

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის უახლოეს გარემოცვაშია კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი. ტრამპი აპირებს მას ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვა დაავალოს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017-2021 წლებშიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG