Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილსონი: ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ


კონგრესმენი ჯო უილსონი (მარჯვნივ) და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
კონგრესმენი ჯო უილსონი (მარჯვნივ) და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპს "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ" მოუყვა.

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი დონალდ ტრამპს. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმასა და კორუფციულ ურთიერთობებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის [ტრამპის] მკვლელობას გეგმავდა. მე მას ასევე გავუზიარე საქართველოს მეგობრების წერილი", - დაწერა უილსონმა.

ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა აშშ-ის კონგრესში 10 იანვარს დაარეგისტრირეს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (არ დაესწრება).

ფორუმი

XS
SM
MD
LG