Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მარტში გაიმართება.
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მარტში გაიმართება.

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებული 8 ადამიანი.

13:27 11.1.2025

ვითარება სასამართლოში:

14:43 11.1.2025

ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს და განუმარტეს, რომ ისინი ბრალდებულების დაცვაზე უარს არ ამბობენ და ბოიკოტს დარბაზის შეცვლისთანავე შეწყვეტენ.

"ჩვენ არ ვამბობთ უარს დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას დარბაზში", - წერენ ადვოკატები.

პროევროპული აქციებზე დაკავებულთა ადვოკატების ბოიკოტის მიუხედავად, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სასამართლო სხდომა გააგრძელა. პროკურატურა 5 დაკავებულისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს.

ამ დროისათვის, პროცედურული დეტალების მოსაგვარებლად შესვენებაა გამოცხადებული. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სხდომა მაშინ განახლდება, როცა სასამართლოში სახაზინო ადვოკატები მივლენ.

14:52 11.1.2025

„ბატონო მოსამართლე, შეიძლება ადამიანური გარემო შეგვიქმნათ?“ - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობით ცუდად გახდა და სასამართლოში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

ადვოკატებმა ღირსების შემლახველი გარემოს შესაცვლელად პროცესის დიდ დარბაზში გაგრძელება ითხოვეს, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა დარბაზი დატოვეს

16:32 11.1.2025

მხარეების ინფორმაციით, სახაზინო ადვოკატები უკვე სასამართლოში არიან და საქმის მასალებს ეცნობიან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG