უჰაერობის გამო დარბაზის დატოვება ითხოვა ირაკლი მიმინოშვილმა. დაკავებულების ნაწილმა წყალი მოითხოვა. ადვოკატმა წყლის მოსატანად დარბაზიდან გასვლა ითხოვა.
“შესვენება არ გამომიცხადებია”, - თქვა ირაკლი ხუსკივაძემ, მანდატური მოუტანს. დარბაზიდან დამსწრემ გაუწოდა ადვოკატს წყლის გახსნილი ბოთლი.
“მოსამართლე, თქვენ დალევდით ასე მოწოდებულს?”, - იკითხა გუჯა ავსაჯანიშვილმა და დარბაზიდან წყლის მოსატანად მაინც წავიდა. პროცესი შეფერხებებით გრძელდება.
ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს.
გამოცხადდა შესვენება 15 წუთი. ირაკლი მიმინოშვილთან სასწრაფოს ელოდებიან
სხდომა განახლდა. დაწყებამდე ერთ-ერთმა დამსწრემ დარბაზში საქართველოს დროშა გაშალა.
"ეს დროშა გეძღვნებათ თქვენ", - თქვა დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.
სასამართლო პროცესზე მოღიმარი ბიჭი, რომლის ფოტო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების საქმეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილია. ის 4 დეკემბერს თბილისში, საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს - ირაკლი მიმინოშვილის საქმეზე წაიკითხეთ აქ:
ფორუმი