სხდომა განახლდა.
ბრალდებულების ოჯახის წევრები დარბაზში პროტესტის ნიშნად არ შემოვიდნენ.
სხდომაზე არ შემოუყვანიათ დაპატიმრებულები.
სავალდებულო დაცვის მქონე პირების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი გიორგი მდინარაძე იცავს. ის ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობა დაიწყო, თუმცა ის მოცულობითია და დამატებით დროს ითხოვს.
მოსამართლემ დააკმაყოფილა სახაზინო ადვოკატის მოთხოვნა, გაუხანგრძლივონ საქმის მასალების გაცნობის დრო და შესვენება გამოაცხადა. სხდომა 18:00-ზე განახლდება.
ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროცესს არ ესწრებიან. ისინი პროცესის დიდ დარბაზში გაგრძელებას ითხოვდნენ, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა დარბაზი დატოვეს. სხდომას აღარ ესწრებიან ბრალდებულებიც.
მხარეების ინფორმაციით, სახაზინო ადვოკატები უკვე სასამართლოში არიან და საქმის მასალებს ეცნობიან.
„ბატონო მოსამართლე, შეიძლება ადამიანური გარემო შეგვიქმნათ?“ - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობით ცუდად გახდა და სასამართლოში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო
ადვოკატებმა ღირსების შემლახველი გარემოს შესაცვლელად პროცესის დიდ დარბაზში გაგრძელება ითხოვეს, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა დარბაზი დატოვეს
ფორუმი