Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თვითმფრინავის კატასტროფის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

თვითმფრინავის კატასტროფის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა


26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღეა. პატივს მიაგებენ თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას. 2024 წლის 26 დეკემბერი
26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღეა. პატივს მიაგებენ თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას. 2024 წლის 26 დეკემბერი

25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 ემსხვერპლა. ყაზახეთის წარმომადგენელთა განცხადებით, კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.

Embraer 190-ის ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, ბაქოდან, მიფრინავდა რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის დედაქალაქ გროზნოში, როცა მას სასწრაფო წესით მოუწია დაშვება დასავლეთ ყაზახეთში, ქალაქ აქთაუსთან ახლოს - აცხადებს ავიაკომპანია.

აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლებმა გამოძიება დაიწყეს კატასტროფის მიზეზის დასადგენად, რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. იუწყებიან, რომ კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილია პილოტების კაბინის ჩანაწერი.

ბორტზე მყოფებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის 42, რუსეთის - 16, ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.

ყაზახეთის მთავრობის გამოძიებას უძღვება ვიცე-პრემიერი ყანათ ბოზუმბაევი. მისი განცხადებით, დაღუპულთაგან ბევრი პირის ამოცნობა მასშტაბური დამწვრობების გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

29 გადარჩენილს აქვს საშუალო და მძიმე დაზიანებები, მათ შორის დამწვრობები. გადარჩენილი მგზავრები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG