Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კაცმა მგზავრი მეტროს ლიანდაგში ჩააგდო - თვითმხილველი

კაცმა მგზავრი მეტროს ლიანდაგში ჩააგდო - თვითმხილველი


შემთხვევა მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა - დეტალები ჯერჯერობით უცნობია
შემთხვევა მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა - დეტალები ჯერჯერობით უცნობია

თვითმხილველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ერთმა კაცმა მეორეს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო; იგი გარდაცვლილი ამოიყვანეს.

მოქალაქე დაჩი დიდიძე, რომელიც ინციდენტს შეესწრო, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავე გაქცევისას დააკავეს.

შემთხვევა 10 დეკემბერს, 17:30 საათისთვის მოხდა.

მატარებლის მოძრაობა საბურთალოს ხაზზე სწორედ ამ ამბის გამოა შეფერხებული. მეორე ხაზი მეტროსადგურ „დელისამდე“ მუშაობს.

ადგილზე არიან სამართალდამცავები.

რადიო თავისუფლება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს.

„მატარებლის გამოჩენისას ხელი კრა. არ ვიცით, იცნობდა თუ არა. საშინელებას შევესწარით, კაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს“, - ამბობს დიდიძე.

ინფორმაცია განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG