კვლავ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული 21 წლის ალექს თირქია, რომლის მდგომარეობასაც ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ, - ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რადიო თავისუფლებას ალექსის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა მიაწოდა. ალექსი ამ ეტაპისთვის "მედიკამენტოზურ ძილშია", თუმცა, როგორც ბიძა ამბობს, ექიმები ფიქრობენ ეტაპობრივად მის გამოღვიძებას;
ალექსი თირქიას აქციის დაშლისას წარბის არეში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.
ინგოროყვას კლინიკის ექიმ ნინო ხარაიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას მიიღეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. ექიმმა 3 დეკემბერს, როცა ალექსი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შეიყვანა, მედიას უთხრა, რომ თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. ექიმის თანახმად, თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევის გამო იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საოპერაციო ბლოკში და დაზიანებული ფრაგმენტები ამოკვეთეს.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
6 დეკემბრის მდგომარეობით, საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 400-მდე ადამიანი, მათგან 80 სასტიკად ნაცემი მიიყვანეს კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებით.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ფორუმი