Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონმა მიიღო პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს გადადგომა


ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და მიშელ ბარნიე. პარიზი, 31 იანვარი, 2020.
ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და მიშელ ბარნიე. პარიზი, 31 იანვარი, 2020.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს გადადგომა პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ. ბარნიე თანამდებობაზე ახალი პრემიერის დანიშვნამდე დარჩება.

მაკრონი ხუთშაბათს ხვდება მოკავშირეებსა და პარლამენტის ლიდერებს, რათა შეათანხმოს პრემიერ-მინისტრის მემკვიდრის კანდიდატურა. მიშელ ბარნიე თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე მთავრობის მეთაური გახდა.

სამმა წყარომ განუცხადა Reuters-ს, რომ მაკრონს შემცვლელის რაც შეიძლება მალე პოვნის იმედი აქვს. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ამის გაკეთება სურს ხანძრის შემდეგ აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიამდე, რომელიც შაბათისთვის არის დანიშნული.

საფრანგეთის პარლამენტმა ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა 4 დეკემბერს. მიზეზი გახდა 2025 წლის სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღება დეპუტატების მიერ მისი დამტკიცების გარეშე. დოკუმენტი ითვალისწინებდა ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას 40 მილიარდი ევროთი და გადასახადების გაზრდას ჯამში 20 მილიარდით.

ბარნიემ, რომელიც კანონის მიღებისთვის იბრძოდა, თქვა, რომ ის ბიუჯეტს არ ზოგავს და „ფულის დარიგებას ამჯობინებდა“. ოთხშაბათს მან პარლამენტს განუცხადა, რომ მისი გადადგომა არ შეცვლის „საბიუჯეტო რეალობას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG