თბილისში, თავისუფლების მოედანთან დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი. ის ახლა წარმოადგენს "კოალიციას ცვლილებისთვის", არის პარტია "ახლის" წევრი.
დაკავებულია პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილი - მათი შეკრების პარალელურად, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ როგორც პოლიცია, ასევე სპეცრაზმის წევრები და ნიღბიანი ძალოვნები. ადგილზეა ზვიად ხარაზიშვილიც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იქ მყოფი ადამიანები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქ პროვოკაციებისთვის მობილიზებული ჰყავდა ასევე "ტიტუშკები."
დღეს, 4 დეკემბერს, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პარტია "ახლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია და პარტია "დროას" წევრი გელა ხასაია; დღესვე ჩხრეკა ჩატარდა არაერთი პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის ოფისებში, აქტიური მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებში.
ფორუმი