Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

20:00 5.12.2024

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ავთო ქისიშვილის მიმართ ხულიგნობის მუხლით სამართალწარმოება შეწყვიტა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 5-დღიანი პატიმრობაში გაუშვა.

ავთო ქისიშვილიც ამბობს, რომ პოლიციამ სცემა. ის რესპუბლიკის მოედანზე 4 დეკემბერს გამთენიას დააკავეს.

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა შექმნილი განწყობა და დაკავებულს მოსთხოვა ეჩვენებინა კადრები, სადაც სპეცრაზმელები ძალადობდნენ.

ადვოკატის თქმით, იკვეთება ტენდენცია, თუ დაკავებულები უარს იტყვიან და მოინანიებენ, მოსამართლე მინიმალურ სახდელს აკისრებს მას, ან სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება.

"თუმცა იყო შემთხვევებიც, რომ ასე შეუთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ მაინც დააპატიმრეს ან დააჯარიმეს, მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება", - ამბობს ქობესაშვილი.

18:29 5.12.2024

"მადლობა ბატონ მოსამართლეს, რომ პოლიციისგან ნაცემი ადამიანი უსამართლოდ დაკავებული და სიტყვიერშეურაცხყოფამიყენებული სიტყვიერი გაფრთხილებით დამნაშავედ ცნეს. სიგიჟეში ვცხოვრობთ" - ასე გამოეხმაურა ალექსანდრე ქავთარაძე მოსამართლე ლელა მილდენბერგერის გადაწყვეტილებას, რომელმაც ის სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მხოლოს სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მისი თქმით, სხდომაზე დაკითხული პოლიციელები მისი დამკავებლები არ არიან:

"ჩვენებებშიც აცდენ ერთმანეთს, ერთი ამბობდა თსუს-დთან იყოო მეორე ამბობდა არ იყოო. არ ვიყავი თსუ-სთან, დავინახე რომ მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვაო".

ადვოკატ ლაშა ცერცვაძის განცხადებით, მოსამართლეები.

ალექსანდრე ქავთარაძე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დააკავა. შსს მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

"100%-იანი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები გამოდის, ასე როგორ შეიძლება, ფიზიკურადაც ხომ არ შეიძლება პოლიციელი ყოველთვის მართალი იყოს? ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სპეციალურ საგამოძიებოს გამოძიება აქვს დაწყებული. მოსამართლე ვერ წყვეტს საქმეს არ შეუძლია, რა ქნას, არ შეუძლია", - ამბობს ადვოკატი.

18:28 5.12.2024

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ალექსანდრე ქავთარაძე
ალექსანდრე ქავთარაძე

16:51 5.12.2024

მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა სამართალდამრღვევად ცნო სა 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა გიორგი ხაჭაპურიძეს. ის 4 დეკემბერს ღამის 2-ის ნახევარზე დააკავეს. გიორგი ხაჭაპურიძეს დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებისას შეასხეს წიწაკის სპრეი.

გიორგი ხაჭაპურიძე
გიორგი ხაჭაპურიძე

ის სისხლით დასვრილი შარვლითა და ზედით მოიყვანეს პროცესზე იზოლატორიდან, ცემის კვალი ეტყობა ცხვირსა და თვალზე. გიორგი ხაჭაპურიძემ მოყვა, რომ აქციაზე არ იყო, მეგობართან მიდიოდა რუსთაველის გავლით, ახსოვს, რომ ფარი მიაწოდა სპეცრაზმელს და ამ დროს დააკავეს. ვერ აზუსტებს, დაკავების დროს, მეტროს რომლითაც ისარგებლა მეგობრის მისამართს.

მან თქვა, რომ "ომის მონაწილე და ვეტერანია, თავში აქვს იმპლანტი გაკეთებული და თავში რტყმისგან ვერ აზროვნებს საღად". სასამართლოს მშობლებმა მიაწოდეს ვეტერანობის დამადასტურებელი საბუთი. დაიკითხა ორი პოლიციელი, აქედან ერთმა თქვა, რომ დაკავების გადაწყვეტილება თავად მიიღო, მეორემ კი განაცხადა, რომ დაკავებაში გდდ-ს თანამშრომლები დაეხმარნენ.

თავად 10-12 მეტრის დაშორებით იდგნენ და გაიგონეს, როგორ აგინებდა ხელისუფლებას და რუსეთს. პოლიციელებს - არა. არც ერთ არ ჰქონდა სამხრე კამერები ჩართული. "24-საათი ვმუშაობთ და მაგ დროისთვის დაჯდაო". მოსამართლემ სარწმუნოდ არ მიიჩნია დაკავებულის მონათხრობი, რაც გადაწყვეტილების გამოცხადების დროს თქვა.

გიორგი ხაჭაპურიძის მხარე ძალადობის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG