Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

14:24 5.12.2024

2200 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რეზო დუმბაძეს, რომელსაც შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რეზო დუმნაძე ნათია ბუნტურთან ერთად დააკავეს და მანთან ერთად იყო დაკავების მანქანაშიც.

რეზო დუმბაძე
რეზო დუმბაძე

იურისტების განმარტებით, მისი საქმე ბუნტურის ქეისისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ მას ჯარიმა დააკისრეს.

"შსს-ს თანამშრომელი, რომელიც მოწმედ დაიკითხა ისე დაიბნა, რომ თქვა მე არ ვყოფილვარ დაკავებაზეო, არადა როგორც დამკავებელი ისე გამოიძახეს მოწმედ. ეს ნამდვილი სასამართლო არ იყო, ეს მოსყიდული სასამართლოა. თავს დამნაშავედ არ ვცნობ", - განაცხადა რეზო დუმბაძემ.

ის 19 ნოემბერს, გამთენიას დააკავეა მელიქიშვილზე:

"ვიდექი, ვაპროტესტები მოვარდნენ შავფორმიანები და დამაკავეს. ერთი 7 კაცი იყო, ეგეთ ჯანზეც არ ვარ, რომ წინააღმდეგობა გამეწია. წიხლით იყო ცემა დაკავებისას მანქანაში ხელით, ჩემთან ერთად დაკავების მანქანაში იყო 4-5 დაკავებული, ისინი ჩემი მოწმეები არიან", - ამბობს დუმბაძე.

13:45 5.12.2024

"გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, მოსამართლე ლილე მილდენბერგერმა თამარ ზერეკიძეს 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. დარბაზში მყოფმა პირმა სასამართლო დარბაზში კონსტიტუცია დატოვა და მოსამართლეს "კლანის წევრი" უწოდა.

თარამ ზერეკიძე
თარამ ზერეკიძე

13:38 5.12.2024

კითხვა პასუხი თამარ ზერეკიძის ადვოკატსა და შსს-ს იურისტს შორის:

- სად გადაკეტა გზა თამარ ზერეკიძემ?
- მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?
- იცით რამდენი კილომეტრია მტკვრის მარჯვენა სანაპირო?
- არ დამითვლია.
- იცით, რომ ოქმში ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს წარმოდგენილი

ამის შემდეგ მოსამართლემ ადვოკატს შენიშვნა მისცა:

"პაექტრობის ეტაპზე თქვით თქვენი სათქმელი, იმას ვერ აპასუხებინებთ, რაც თქვენ გინდათ, ისიც შეუძლია, რომ არ გიპასუხოთ.... გიპასუხათ ბატონო, შენჩნეული ხართ, რომ არ უსმენთ".

მოსამართლის ამ სიტყვებს დარბაზში რეაქცია მოჰყვა:

"ამ შეიკავეთ თავი ჩაღიმებისგან ან შევეცდები არ დაგაჯარიმოთ, რადგან დიდია ჯარიმა, მაგრამ დარბაზიდან გაგაძევებთ. სასაცილოს მე ვერ ვხედავ აქ ვერაფერს ბატონო", - თქვა მოსამართლე ლილე მილდენბერგერმა.

13:35 5.12.2024

ამ წუთებში მოსამართლე ლილე ლინდერბერგერი აქტივისტ თამარ ზერეკიძის საქმეს განიხილავს. მას 10 ნოემბერს სანაპიროზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG