Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუთმეთ ეთერი პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ ლიდერებს - პროტესტის მეორე დღე საზმაუსთან


საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ხალხის უწყეტ ეთერს მოითხოვენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ხალხის უწყეტ ეთერს მოითხოვენ

მეორე დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ამჯერად, დემონსტრანტები მოითხოვენ ტელევიზიამ ეთერი დაუთმოს ოთხი ოპოზიციური კოალიციის ლიდერებსა და საქართველოს პრეზიდენტს.

უცვლელ მოთხოვნად რჩება საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა.

„მოვითხოვოთ, რომ მოვიდნენ აქ პოლიტიკური ლიდერებიც, მოვითხოვოთ მათთვის ეთერი. პარალელურად მოვითხოვოთ ხალხის ეთერი, რათა ისმოდეს თქვენი ხმა, თუ გნებავთ მოვითხოვოთ 24-საათიანი ეთერი, უწყვეტად გავიდეთ ეთერში იმისათვის, რომ ყველამ ვთქვათ ჩვენი სათქმელი", - განაცხადა ტელეწამყვანმა სოფო ხუნწარიამ აქციაზე.

სოფო ხუნწარიას მტკიცებით, საზოგადოებირივი მაუწყებელი მიზანმიმართულად არ უთმობს ეთერს განსხვავებულ აზრს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე მიანიშნეს, იყოს მოვლენების ობიექტური და არა მიკერძოებული გამშუქებელი

„დადასტურებულად მაქვს ინფორმაცია, რომ თავად პრეზიდენტისგან, მისი ადმინისტრაციისგან არაერთხელ იყო შეთავაზებული, რომ მისთვის დაეთმოთ ეთერი და პირველმა არხმა ეს არ გააკეთა. კიდევ ერთი ტესტი - თუ ასეა, დღესვე დაუთმონ ეთერი საქართველოს პრეზიდენტს“, - ამბობს ხუნწარია.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან თავისუფალი მიკროფონია. აქციაზე მყოფები სიტყვით გამოდიან.

საზმაუს შენობასთან აქცია, გუშინ 30 ნოემბერსაც გაიმართა. მოქალაქეები თავისუფალ ეთერს მოითხოვნენ. აქციის დაწყებიდან მალევე, დემონსტრანტებთან ჩავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.

საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და აქციის მონაწილეებმა თავად გადაწყვიტეს ვის უნდა ესაუბრა მაუწყებლის ეთერიდან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. საგანგებო ეთერი თავდაპირველად ნინო ზაუტაშვილს უნდა წაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, წამყვანის ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა დაიკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილეების გამოსვლის შემდეგ სტუდიაში პირველი არხის ჟურნალისტები შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მიმართ უსაფუძვლოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG