Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი პროკურორი: რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული ბულგარელი განიხილავდა ჟურნალისტ გროზევის მკვლელობას


ხრისტო გროზევი
ხრისტო გროზევი

ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ბულგარელი კაცი ტექსტური შეტყობინებებით განიხილავდა გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის მოტაცებას ან მკვლელობას, - განაცხადეს ბრიტანელმა პროკურორებმა ჯაშუშობაში ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე.

პროკურორ ელისონ მორგანის თქმით, გროზევს უთვალთვალებდა ბულგარელების ჯგუფი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრს, ორლინ რუსევს კი ქსელის ხელმძღვანელად მიჩნეულ პირთან, ავსტრიელ იან მარსალეკთან ჰქონდა მიმოწერა გროზევის გატაცების ან მოკვლის შესახებ.

გროზევი მუშაობდა საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ში. 2018 წელს იგი ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის ინგლისში, სოლსბერიში მოწამვლის საქმეზე.

რუსევმა და ბულგარეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, ბისერ ჯამბაზოვმა თავი დამნაშავედ ცნეს ჯაშუშობაში, კიდევ სამი პირის - კატრინ ივანოვას, ვანია გაბეროვასა და ტიჰომირ ივანჩევის - სასამართლო პროცესი ამჟამად მიმდინარეობს ლონდონში. სამივე მათგანი უარყოფს ჯაშუშობის ბრალდებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG