Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან შეკრებილებს ყელში წვის შეგრძნება აქვთ და თვალები უცრემლიანდებათ


28-29 ნოემბერი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
28-29 ნოემბერი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს ყელში წვის შეგრძნება აქვთ და თვალები უცრემლიანდებათ. გამოწვეულ დისკომფორტს ისინი სპეციალურ საპოლიციო საშუალებებს უკავშირებენ, რომელიც პოლიციამ გუშინ ღამით გამოიყენა.

ამ ადგილზე გუშინ, 28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ წიწაკის სპრეი გაუშვა და წყლის ჭავლით დაშალა მოქალაქეები.

„როგორც კი ქაშვეთის ეკლესიასთან მოვედი, სურდოს მსგავსი შეგრძნება ვიგრძენი - ცხვირში სიმშრალე და ყელის წვა. მიწისქვეშა გადასასვლელში მხვდებოდნენ ქალები და კაცები, რომლებიც პირბადეებს ითხოვდნენ. მივხვდი, რომ მარტო მე არ მქონდა პრობლემა“, - ამბობს აქციაზე მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის „თბილსერვისჯგუფში“ უთხრეს, რომ 29 ნოემბერს დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს. პრესსამსახურის ცნობით, მორეცხა გზის სავალი ნაწილი, თუმცა არა ტროტუარები.

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG