Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

07:23 30.11.2024

რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტთა დარჩენილი ნაწილის დარბევისა და მათი ნაწილის ძალადობრივად დაკავების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

გამოჩნდნენ ავტობუსებიც. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, - რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, - „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებულები და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.

გამთენიისას, 06:15 საათისთვის, „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის თანამშრომლებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს.

რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტები კედელთან მოიმწყვდიეს სხვადასხვა მხრიდან, გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, მათი ნაწილი დააკავეს და მხოლოდ მოგვიანებით მისცეს ტერიტორიის დატოვების საშუალება.

მანამდე, წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩებოდა.

გამთენიისას ბესიკის ქუჩიდან პოლიციელთა დამატებითი რაზმი ჩამოვიდა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტები კიდევ უფრო მეტად დახიეს უკან.

პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.

07:23 30.11.2024

სპეცრაზმელები ძირს დაგდებულ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

07:58 30.11.2024

საპროტესტო აქციაზე მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დააკავეს.

08:22 30.11.2024

საპროტესტო აქციების მეორე ღამეც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობით და აქციის ათობით მონაწილის დაკავებით დასრულდა

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG