პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. უფრო ადრე პოლიციამ გამოიყენა სავარაუდოდ წიწაკის სპრეიც.
საპოლიციო ძალების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ იშლებიან.
აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან პარლამენტის შენობის კიდევ ერთ მხარეს - ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების კვეთაზე. პოლიციამ წყლის ჭავლი იმ ადგილზეც გამოიყენა.
საპოლიციო ძალების გამოყენებამდე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისროდნენ ბოთლებსა და საღებავებს.
ვაშინგტონში საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ
პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც
„TV პირველი“ იუწყება, რომ პარლამენტთან აქციის გაშუქების დროს პოლიციელებმა მათ ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს. ძალადობის შედეგად დაშავდნენ: ოპერატორნი პაპუნა ხაჩიძე და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
„ჩიტაძის ქუჩაზე მარიამ გაფრინდაშვილი დააგდეს ძირს. ახლა ფიზიკურად უსწორდებიან სპეცრაზმის თანამშრომლები ჩვენს გადამღებ ჯგუფს. ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი. უშვერი სიტყვებით აგინებენ ჟურნალისტებს. სიგნალი გაგვეთიშა, რადგან გატაცებულია გადამღები ჯგუფი. არ ვიცით სად მიჰყავთ“, - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეკო მაღრაძემ „პირველის“ ეთერში.
ფორუმი