“ვაიმარის სამკუთხედის”(საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის) საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
თბილისში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები.
"თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ფორუმი