Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

23:40 6.12.2024

22:46 6.12.2024

19:35 6.12.2024

ბელარუსი ნობელიანტი მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს.

„ძვირფასო ძმებო და დებო, გაგახსენებთ 2020 წლის ჩვენს საპროტესტო მსვლელობებს. ჩვენი ბელარუსის რევოლუციას. თქვენსავით წყლის ჭავლს გვასხამდნენ, გვესროდნენ შუქ-ბგერით ხელყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს. ათი მეტრიდან ნასროლ რეზინის ტყვიას კი საბრძოლო ტყვიის ძალა აქვს.

19:33 6.12.2024

ონლაინგამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ მან ფეისბუკში დაწერა.

მას დღეს, 6 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა პოლიციაც, თუმცა იქ მყოფი ადამიანების მოწოდებების მიუხედავად, თანამშრომლებს მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.

"ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი. ამ ეტაპზე ვრჩები კლინიკაში", - წერს გაბაძე სოციალურ ქსელში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG