თავისუფლებაზე სპეცრაზმი მზადყოფნაშია
რესპირატორები და აირწინაღები, რომელსაც ბოლო ექვსი დღეა დემონსტრანტები აქციაზე გაშვებული ცრემლმდენი აირის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დიდ სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება. აირწინაღები აღარ იყიდება არც ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში.
დამცავი საშუალებები არ იყიდება საქართველოს დიდ სამშენებლო ჰიპერმარკეტებში: „გორგიაში“, „დომინოში“, „ნოვასა“ და „მიჰაუსში“. გასული დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის აირწინაღები იყიდებოდა ამ ჰიპერმარკეტებში.
ოფიციალური მიზეზი არსებული მარაგების ამოწურვაა. თუმცა ეს ფაქტი დროში ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. პოლიციამ პოლიტიკური პარტია „დროას“ ოფისიდან პიროტექნიკა, მეგაფონები და გამათბობლები ამოიღეს.
ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის თქმით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფლის შესახებ მათ სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყვეს. ინფორმაცია დაკავებულის შესახებ მათთვის ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუწვდია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, როგორია ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რადგან თვლის რომ ამ უწყების მხრიდან ეფექტური გამოძიება მიმდინარე პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ უწყებასთან დაკავშირებას მისი ადმინისტრაცია ვერ ახერხებს.
"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.
ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.
ფორუმი