მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკურად დაუპირისპირდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების ოფისების, აქტივისტების სახლების ჩხრეკას, ოპოზიციონერების დაკავებას და "რეპრესიებს" უწოდებს ბოლო რამდენიმე საათში განვითარებულ მოვლენებს.
"# საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას # რეპრესიები საქართველოში. პოლიტიკურ ლიდერებს რეპრესიული ძალები ათრევენ, პარტიის ოფისებში ჩხრეკის ოპერაციები ტარდება, იჩხრიკება ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისები. პრემიერ-მინისტრი ამას ეძახის "პრევენციას", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ქალების პროტესტი პოლიციის შენობებთან
4 დეკემბერს, თბილისსა და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქში პოლიციის შენობებთან ქალებმა მოიყარეს თავი და საპროტესტო აქციები გამართეს
ათობით ქალმა პოლიციას მოსთხოვა შვილების დაცვა სპეცრაზმელებისგან. მათ პოლიციას ფიციც წაუკითხეს და გაახსენეს რა არის მათი მოვალეობა
ქალები, დედები, პოლიციელების წინ დადგნენ აქციებზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოებით ხელში და მათ მოსთხოვეს „უნომრო, ნიღბიანი სპეცრაზმელებისგან“ მათი შვილების დაცვა
ფორუმი