ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშაბული.
მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია.
ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია. ის რუსთაველის გამზირზე, 4 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა.
საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთობლივ განცადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც ისინი ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერევასთან დაკავშირებით და მკაცრად გმობენ "საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას".
ფორუმი