ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია. ის რუსთაველის გამზირზე, 4 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა.
საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთობლივ განცადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც ისინი ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერევასთან დაკავშირებით და მკაცრად გმობენ "საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას".
ლუკა ძიძიგური 1 დეკემბერს გამთენიისას, 6 საათიდან 7 საათამდე რუსთაველის გამზირზე დააკავეს.
ახალგაზრდა კაცი საპროტესტო აქციაზე დასთან და მის მეგობართან ერთად იყო და უკვე სახლში წასვლას აპირებდა, როცა პოლიციამ კიდევ ერთხელ გაუშვა ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტების დასაშლელად.
ახალგაზრდებმა თავი ეზოს შეაფარეს, სადაც 15-20 წუთს გაჩერდნენ, სანამ კვამლი გაიფანტა. ამის შემდეგ მათ ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები ზურგჩანთებში ჩაილაგეს და კვლავ რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.
საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ცნობები საქართველოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც საემიგრაციო სამსახური ქვეყნიდან აძევებს. რადიო თავისუფლებას თავის ისტორიას უყვება გელა მეგრელიძე, რომელიც აქციაზე დაკავების შემდეგ მიგრაციის სამსახურში დაიბარეს.
ფოტოგრაფმა გელა მეგრელიძემ დაახლოებით 20 წლის წინ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, თუმცა პანდემიის შემდეგ ის თითქმის სულ საქართველოშია.
ფორუმი