ირაკლი კობახიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცას და „მდიდარ ენჯეოებს“ აკისრებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე“ მიმდინარეობს.
„დაკავებული არავინ არ არის", - აცხადებენ უწყებაში და არ პასუხობენ დამაზუსტებელ კითხვას, რას ეხება „ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე".
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში პოლიციაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში რუსული რეპრესიები მიმდინარეობს იმ სპეცრაზმელების ხელით, რომლებიც „აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.
პრეზიდენტმა ნარკოტიკის წარმომავლობაც დაასახელა, თუმცა არ უთქვამს, რას ეყრდნობა მისი ეს განცხადება, მტკიცებულებები აქვს თუ მხოლოდ შთაბეჭდილება შეექმნა.
ფორუმი