Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და სხვები.

01:36

პრეზიდენტი: ხალხსა და მედიაზე თავდასხმები რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ ძალის გადამეტებაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

"ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

01:33

ტატო ქელბაქიანის თქმით, პოლიციამ არასრულწლოვან შვილს სცემა და დააკავა

ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ პოლიციამ მისი არასრუწლოვან შვილს სცემა და დააკავა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა.

როგორც ის ამბობს, პოლიციამ 17 წლის შვილი ხელიდან გამოსტაცა მაშინ, როცა დარბევის შემდეგ სახლისკენ აპირებდნენ წასვლას:

01:29

ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - „ჰელსინკის კომისია“ საქართველოს მთავრობაზე

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს.

„ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია“, - წერია განცხადებაში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.

განცხადება კომისიის ხელმძღვანელების, კონგრესმენების, სტივ კოენისა და ჯო უილსონის სახელით გამოქვეყნდა.

01:25

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG