უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ კიევში "გადაწყვეტილების ცენტრების" ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკით" დაბომბვის შესახებ ასტანიდან გაჟღერებული მუქარით, ვლადიმირ პუტინი ცდილობს ჩაშალოს ომის დასრულებისკენ მიმართული დონალდ ტრამპის ძალისხმევა.
"მას არ სჭირდება ამ ომის დასრულება. უფრო მეტიც, პუტინს სურს ხელი შეუშალოს სხვებს ამ ომის დასრულებაში. "ორეშნიკის" ჟღარუნით პუტინს ესკალაცია სურს... რათა პრეზიდენტმა ტრამპს ხელი მოეცაროს და ინაუგურაციის შემდეგ ვერ შეძლოს ომის დასრულება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათის საღამოს ვიდეომიმართვაში.
28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უახლესი რუსული ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკის" დარტყმის სამიზნე შესაძლოა გახდეს კიევში მდებარე "გადაწყვეტილების მიღების ცენტრები".
ასტანაში, მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს რაკეტების "საბრძოლო გამოცდას" ბრიანსკისა და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შორსმსროლელი რაკეტებით განხორციელებული დარტყმების პასუხად.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკვე აქვს მზადყოფნაში "ორეშნიკის" ტიპის რამდენიმე რაკეტა. მთლიანობაში კი რუსეთი, პუტინის თქმით, 10-ჯერ მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ქვეყნები.
ფორუმი