Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო


კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვებში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა, პირველ ტურში გაიმარჯვა.
კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვებში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა, პირველ ტურში გაიმარჯვა.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური იუწყება, სასამართლომ გადადო კენჭისყრის პირველის ტურის შედეგების ცნობა.

24 ნოემბერს ევროკავშირის და ნატოს წევრი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა პოპულარულმა ტიკტოკერმა და ულტრამემარჯვენე პოპულისტმა, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვებში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა. რუმინეთში ჯორჯესკუს პრორუსი და ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს.

მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“. მან ხმების 19,18 პროცენტი მოიპოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19,15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ხმების გადათვლის გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG