Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეშფოთებული ვართ საქართველოში საპოლიციო ძალების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ ცნობებით - ODIHIR


საპოლიციო ძალების მობილიზება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზრ აქციაზე. 19 ნოემბერი, 2024 წელი
საპოლიციო ძალების მობილიზება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზრ აქციაზე. 19 ნოემბერი, 2024 წელი

ეუთოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისი“(ODIHIR) ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებით, ისინი აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან თბილისში, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციის ძალის გადამეტებაზე ცნობებით.

"ODIHIR შეშფოთებულია საქართველოში საპოლიციო ძალების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ ცნობებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებას და დიალოგში ძალადობის გარეშე ჩაერთონ.

მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ვაკეში აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს 16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დემონსტრანტებს 17 ნოემბრიდან ჰქონდათ გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG