Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა "გაზპრომბანკის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა „გაზპრომბანკსა და საფინანსო ბანკ „დომ.რფ“. გარდა ამისა, ვაშინგტონმა სანქციების სიაში კიდევ 10-მდე ბანკი დაამატა.

„გაზპრომბანკისთვის“ არსებობს გენერალური ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის დიპლომატიურ ინსტიტუტებს ბანკის მონაწილეობით საზღვარგარეთ განახორციელონ ოპერაციები.

„გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციებმა შეიძლება მისი SWIFT-დან გათიშვა გამოიწვიოს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება ბანკს იყენებს სამხედრო ტექნიკის შესაძენად უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად და რუსი სამხედროებისთვის ხელფასების გადასარიცხად.
„გაზპრომბანკი“ და საფინანსო ბანკ „დომ.რფ“ საკრედიტო ინსტიტუტი აქტივების თვალსაზრისით ათ საუკეთესო რუსულ საკრედიტო ბანკებში შედიან.

  • „გაზპრომბანკი“ აშშ-სა და ევროკავშირის სექტორული შეზღუდვების ქვეშ იმყოფება. კერძოდ, ბანკი ვერ იღებს გრძელვადიან დაფინანსებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG