Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გამოცემა Eksmo 4 მილიონი რუბლით დააჯარიმეს სოროკინის რომანის, "მემკვიდრეობის" გამო


 მწერალი ვლადიმირ სოროკინი
მწერალი ვლადიმირ სოროკინი

მოსკოვში სასამართლომ გამოცემა Eksmo და ტიპოგრაფიის კომპანია "პარეტო-პრინტი" დააჯარიმა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის, რომელიც აღმოაჩინეს მწერალ ვლადიმირ სოროკონის რომან "მემკვიდრეობაში". ამ ცნობას სასამართლოდან სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ორივე ორგანიზაციას 4-4 მილიონი რუბლის (39 000 ამერიკული დოლარი) გადახდა დაეკისრა. მანამდე იმავე ბრალდებით ანალოგიური ჯარიმა დააკისრეს გამოცემა АСТ-ს.

სასამართლოსადმი წარდგენილი საექსპერტო დასკვნა ირწმუნებოდა, რომ "მემკვიდრეობაში" არის პორნოგრაფიული ხასიათის რვა ეპიზოდი, მათ შორის ოთხი - არასრულწლოვანი გოგოების მონაწილეობით. გამოცემის და ტიპოგრაფიის კომპანიების იურისტები ჯარიმის გასაჩივრებას აპირებენ.

მანამდე რომანში აღმოაჩინეს "ლგბტ პროპაგანდა". წიგნი მაღაზიებიდან გაქრა, დაიბლოკა ვებსაიტებზეც.

თავად სოროკინი აცხადებს, რომ რომანი არ შეიცავს არც პორნოგრაფიას, არც პედოფილიას, არც "ლგბტ პროპაგანდას", რადგან მისი ყველა პერსონაჟი ზრდასრულია, სასტიკი სცენები სამყაროს სისასტიკეს ასახავს და საკუთრივ რომანი ფანტასტიკის ჟანრშია დაწერილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG