ნაციონალური მოძრაობა სასამართლოზე ორი მოწმის გამოძახების შუამდგომლობას აყენებს: პირველი, სმარტმატიკის წარმომადგენელია, რომელიც არის პასუხისმგებელი ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მოწოდებაზე.
"გვინდა დავადგინოთ რა ფუნქციონალებით მოთხოვეს ვერიფიკაციის აპარატები. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს არ იყო ვერიფიკაციის აპარატი, ეს იყო იდენტიფიკაციის აპარატი. ვერიფიკაციას რეგისტრატორი აკეთებდა", - ამბობს იურისტი, ლილო ბეგიაშვილი.
მეორე აუდიტორული კომპანიის წარმომადგენელია. "კომპანიამ დადო დასკვნა, რომ თითქოსდა ჩატარებული არჩევნები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, არადა ყველამ ვიხილეთ როგორ გაჟონა ბიულეტენზე მარკერმა, ჩვენ გვინდა ამ ადამიანს ვკითხოთ, შეაფასა თუ არა ბიულეტენი და ქაღალდის ხარისხი", - ამბობს ლილი ბეგიაშვილი. ის ვარაუდობს, რომ არჩევნებზე სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები არ გამოუყენებიათ.
"ამას წინა სხდომაზეც ვითხოვდით, მაგრამ სასამართლო მტკიცებულებებს არ ჩაუღრმავდა. აუდიტმა უნდა გვიპასუხოს, შეისწავლა თუ არა მარკერი და მისი ზემოქმედება ბიულეტენზე.
"მეცნიერები ვერ დაადასტურებენ უბანზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდა თუ ნაკლები. გარდა ამისა, ის რომ პასპორტში პირადობებს აკრავდნენ და ამით ტრიალდებოდა კარუსელი, ამის დამადასტურებელია მხოლოდ ერთი სურათი. იქ არც ჩაკრული ჩანს და არც პირადი ნომერი", - ამბობს გიორგი სანტურიანი და მიანიშნებს, რომ ეს საკითხები "შესაბამის ადგილას" უნდა გასაჩივრებულიყო.
ამას მოჰყვა რეპლიკა მოსარჩელის მხრიდან, რომ კომისიებში ეს საკითხი დააყენეს და არ დააკმაყოფილეს. "რა არის ის შესაბამისი ადგილი გვითხარით", - იკითხა თორნიკე ართქმელიძემ.
ცესკოს იურისტი, გიორგი სანტურიანი მოსამართლეს აცნობს სმარტმატიკის წერილს, სადაც წერია, რომ მარკერები სმარტმატიკმა გამოაგზავნა.
"მოსარჩელეს მიჰყავს მსჯელობა იმისკენ, რომ დადასტურდეს რაიმე დარღვევა, მაგალითად მარკერების შემთხვევაში ფარულობის დარღვევაზე მიანიშნებს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, თუნდაც გადასულიყო ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა", - ამბობს ის და ამატებს, რომ "ამაზე მსჯელობა სასამართლოებში დასრულებულია და ამ პროცესზე ამის ადგილი არ არის.
"შემაჯამებელი აქტის შედგენისას პროცედურა დაირღვა თუ არა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ დღეს და ოლქებთან და უბნებთან დაკავშირებული შუამდგომლობები შეიძლება არ იყოს რელევანტური", - ამბობს მოსამართლე ბაია ოტიაშვილი.
საიამ მოითხოვა შეჩერდეს დავის განხილვა იქამდე სანამ საკონსტიტუციოშია საქმე არჩევნებთან დაკავშირებით. მოსამართლის თქმით, მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა სარჩელი საკონსტიტუციოში შეიტანა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა არარელევანტურად მიიჩნია.
"ცესკო არის მხარე, მხარეს მოწმედ ვერ მოვიყვანთ", - თქვა მოსამართლემ ბაია ოტიაშვილმა და პარტია "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ, მოსამართლემ მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მოსამართლე, ჯონი ტორჩინავამ ბაია ოტიაშვილის აცილება მოითხოვა: საფუძვლად მოსამართლის მიკერძოებულობა და ტენდენციურობაა დაასახელა. მის შუამდგომლობას დაეთანხმა პარტია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", არ დაეთანხმნენ სხვა მოსარჩელეები და ცესკო. საბოლოოდ, მოსამართლემ თავისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ფორუმი