როგორ გაკონტროლდებოდა ნება? ხომ უკვე დაფიქსირებული ექნებოდა არჩევანი ამომრჩეველს?, - იკითხა მოსამართლემ, როცა მოსარჩელე "ძლიერი საქართველოდან" თორნიკე ართქმელიძე ბიულეტენზე მარკერის გაჟონვაზე ასაბუთებდა, რომ ეს ხმის ფარულობის დარღვევაა.
წინასწარ ეტყოდნენ ხალხს, რომ გავიგებთ, ვის მიეცით ხმა - უპასუხა ართქმელიძემ.
სასამართლო ახლა ახსნა-განმარტების ეტაპზეა.
"2021 წელს რატომ არ დაფიქსირდა მარკერის კვალი? მე განვიხილავდი ამ საქმესაც და მახსოვს, ერთადერთი, რასაც ასაჩივრებდით საზოგადოების არაინფორმირებულობა იყო, 4 წლის წინ რომ ეს საკითხი დაგესვათ იქნებ სხვა შედეგი დამდგარიყო დღეს?", - ეს კითხვა მოსამართლემ ენმ-ის იურისტს ლილი ბეგიაშვილს დაუსვა.
პასუხად მოსარჩელემ თქვა, რომ აქამდე მარკერი იყო სმარტმატიკის ბრენდირებული, 2024 წელს კი მარკერს სმარტმატიკის წარწერა არ ჰქონდა და ასეთ მარკერებს "ალიბაბადან" უამრავს გამოიწერ.
"ამიტომ ვითხოვდით სმარტმატიკის წარმომადგენლის გამოკითხვას", - თქვა მან.
სასამართლოში ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა. სხდომა პაექრობით განახლდება
სხდომა განახლდა, ახლა მხარეები პაექრობის ეტაპზე არიან, თითოეულ მოსარჩელეს 10 წუთი აქვს.
ფორუმი