Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააფართოვა ირანისთვის დაწესებული სანქციები, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო


ევროკავშირის სანქციები შეეხო ირანის გადაზიდვების ხაზებს (IRISL).
ევროკავშირის სანქციები შეეხო ირანის გადაზიდვების ხაზებს (IRISL).

თეირანის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო ევროკავშირმა გააფართოვა ირანისთვის დაწესებული სანქციები - გამოაცხადა ევროპულმა კომისიამ 18 ნოემბერს. ახალი სანქციების სამიზნეა კომპანიები, პორტები და ინდივიდები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემასთან, მათი ფრონტზე გამოყენების მიზნით.

სანქციები შეეხო ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაზიდვის ხაზებს (IRISL) - რომელსაც ქონება გაეყინება, შეზღუდვები დაუწესდა სანქციათა სიაში მყოფ უწყებებთან თუ ცალკეულ პირებთან კავშირის მქონე ორ პორტს კასპიის ზღვაზე.

აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ადანაშაულებენ ბალისტიკური რაკეტების და მათთან დაკავშირებული ტექნიკის რუსეთისთვის გაგზავნაში, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

ირანის პორტების და ზღვაოსნობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი საფაეიმ უარყო "ევროპული ბრალდებები" და მათ "უსაფუძვლო" უწოდა - იუწყება სახელმწიფო სააგენტო IRNA.

ფორუმი

XS
SM
MD
LG