Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ ომის საწინააღმდეგო პოსტებისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა სახაროვის ცენტრის ყოფილ დირექტორს


სერგეი ლუკაშევსკი, სახაროვის ცენტრის ყოფილი დირექტორი
სერგეი ლუკაშევსკი, სახაროვის ცენტრის ყოფილი დირექტორი

რუსეთის სასამართლომ 18 ნოემბერს რვა წლით მიუსაჯა პატიმრობა სახაროვის ცენტრის ყოფილ დირექტორს, სერგეი ლუკაშევსკის.

განაჩენი, რომელიც დაუსწრებლად გამოიტანეს, ეფუძნება ლუკაშევსკისთვის რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი ცნობების" გავრცელებაზე წაყენებულ ბრალდებას.

სახაროვის ცენტრი იყო მუზეუმი და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც 1996 წელს გაიხსნა ცნობილი რუსი ფიზიკოსის და ნობელის პრემიის მფლობელის, ადამიანის უფლებების დამცველის, ანდრეი სახაროვის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ გააუქმა მუზეუმი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობდა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ლუკაშევსკიმ რუსეთი დატოვა. მისთვის წაყენებული ბრალდება მიემართებოდა ფეისბუკით გამოქვეყნებულ ხუთ პოსტს, რომლებითაც ლუკაშევსკი გმობდა უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცების მიერ ომის დანაშაულების ჩადენის შესახებ ცნობებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG