ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას“ ლიდერზე ტიმურ გულიაზე დაყრდნობით წერს.
"თუ საღამომდე პრეზიდენტი არ გადადგება, ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან შევქმნით დროებით მთავრობას, ყველა სახელმწიფო მოხელეს მოვიწვევთ სამსახურში, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და სახელმწიფო მართვის პროცესს გავუწევთ კონტროლს", - განაცხადა გულიამ.
ვარაუდობენ, რომ "ახლა არჩევნებამდე" შესაძლოა ე.წ პრემიერ-მინისტრისა და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ პოსტი „ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ დაიკავოს".
"ჩვენი მოთხოვნები ასეთია: ჩვენ შევთავაზეთ ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის ვლადიმირ დელბას დანიშვა პრემიერ-მინისტრად და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ამასთან თანამდებობა დატოვოს მთელმა მინისტრთა კაბინეტმა, მათ შორის ძალოვანმა ბლოკმა. სავსებით მისაღები პირობებია", - დაამატა მან
ასლან ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნას აცხადებს, მას შემდეგ რაც დემონსტრანტები ე.წ. სამთავრობო კომპლექსს დატოვებენ, აქციის მონაწილეები კი მის უპირობო გადადგომას მოითხოვენ.
15 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას ორ ვარიანტს სთავაზობდა.
- ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ დატოვებენ თანამდებობებს და „პრეზიდენტის“ მოვალეობას შეასრულებს „პარლამენტის სპიკერი“ ლაშა აშუბა.
- ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ გადადგებიან და მანამდე „პრეზიდენტი“ „პრემიერად“ დანიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობასაც შეასრულებს.
ფორუმი