Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრივოი-როგში რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ძეგლები აიღეს


კრივოი-როგში რუსი მწერლების ძეგლები აიღეს
კრივოი-როგში რუსი მწერლების ძეგლები აიღეს

უკრაინის დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ კრივოი-როგში დაშალეს რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ძეგლები.

ამის შესახებ იტყობინებიან ადგილობრივი ტელეგრამის არხები, რომლებიც შესაბამის ფოტო- და ვიდეომასალას აქვეყნებენ.

2024 წლის ზაფხულში კრივოი-როგში სსრკ-თან ან რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებული 135 ტოპონიმი შეიცვალა, მთლიანად დნეპროპეტროვსკში კი 290-ზე მეტი მსგავსი დასახელება შეცვალეს.

შარშან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული დასახელებების მინიჭებას.

კანონის თანახმად, აკრძალულია გეოგრაფიული ობიექტებისთვის ისეთი დასახელებების მინიჭება, რომლებიც „განადიდებს, უკვდავყოფს, პროპაგანდას უწევს ან სიმბოლურად აღნიშნავს“ რუსეთს. კერძოდ, აკრძალულია დასახელებების გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ ძეგლებთან, ისტორიულ, კულტურულ ადგილებთან, თარიღებთან, მოვლენებთან. ასევე აკრძალვა ვრცელდება დასახელებებზე, რომლებიც დაკავშირებულია იმ რუს მოღვაწეებთან, რომლებიც „სამხედრო აგრესიას ახორციელებდნენ უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ“ და დევნიდნენ დისიდენტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG